მთავარი

VRASTANFM რადიო ქართველი სომხებისთვის და არა მარტო

საქართველოში მაუწყებლობა დაიწყო ქართულმა რადიომ სომხურ ენაზე, სომეხი თემისთვის. რადიო უკვე ერთი წელი ეთერშია და გთავაზობთ საინფორმაციო, საგანმანათლებლო, სადისკუსიო, გასართობ გადაცემებს სომხურ ენაზე. ყოველ ერთ საათში საინფორმაციო გამოშვება როგორც ქართულ ასევე სომხურ ენაზე. რადიოს მიზანია საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხების ქართულ საინფორმაციო სივრცეში ინტეგრაცია. რადიო მზად არის დაუთმოს ეთერი ყველა სომხურენოვან ქართველს და ასევე მათ, ვისაც ამ ეთნოსის კეთილდღეობა ეხება. რადიო ღიაა ამ კონცეფციის ყველა პროექტისთვის. რადიო მაუწყებლობს სამცხე-ჯავახეთი: ახალქალაქი, ნინოწმინდა, ახალციხე FM 106,2 აღსანიშნავია რომ დაფარვის ზონაში ცხოვრობს 400.000 საქართველოს მოქალაქე აქედან დაახლოებით 280.000 სომეხი ეროვნებისაა. გვისმინეთ 24 საათის განმავლობაში ასევე გვისმინეთ ინტერნეტით.