აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმერეთში

98-1206x410

აზიური ფაროსანას რაოდენობა, ამ ეტაპისთვის, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ქუთაისში, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის წარმომადგენლებთან და იმერეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ღონისძიებაზე იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები და შემდგომი სამოქმედო გეგმა განიხილეს.   შეხვედრაზე სოფლის რწმუნებულებმა აღნიშნეს, რომ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები  პირველ  ეტაპზე შედეგიანი აღმოჩნდა და  ღონისძიებების მეორე ეტაპზეც სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულად იმუშავებენ.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:

  • ზურაბ ლიპარტია – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;
  • იოსებ ხახალეიშვილი – იმერეთის გუბერნატორის მოადგილე.

 

28383584_1553270548054206_108600205_n

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *