მთავარი

VRASTANFM რადიო ქართველი სომხებისთვის და არა მარტო

საქართველოში 2016 წლიდან მაუწყებლობა დაიწყო  ქართულმა რადიომ სომხურ ენაზე, სომეხი თემისთვის.
რადიო  შემოგთავაზებთ საინფორმაციო, საგანმანათლებლო, სადისკუსიო, გასართობ გადაცემებს სომხურ ენაზე.

რადიოს მიზანია საინფორმაციო, საგანმანათლებლო და გასართობი გადაცემების შეთავაზება ქართველი სომხებისთვის და არა მარტო. ორენოვანი რადიო ძირითადად სომხურად იმაუწყებლებს და შეეცდება ამოავსოს საინფორმაციო ვაკუუმი ქართველი სომხებისთვის, რომელიც სამწუხაროდ საბჭოთა პერიოდში წარმოშობილი ენობრივი და მენტალური ბარიერის გამო დღემდე არსებობს.

რადიოს ფორმატი, ენობრივი ინტერგრაციის გზით, საშუალებას იძლევა სომხური, ქართული და სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის საერთო საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისთვის. თუმცა, ქართველი სომხების პრობლემებზე ყურადღების გამახვილება რადიოს მთავარი მიზანია.
რადიო ღიაა იქნება ამ კონცეფციისთვის შესაბამისი ყველა პროექტისთვის.

რადიო მაუწყებლობს შემდეგ ქალაქებში:
ახალქალაქი, ნინოწმინდა,  Fm106.2
აღსანიშნავია რომ დაფარვის ზონაში ცხოვრობს 400.000 საქართველოს მოქალაქე
აქედან დაახლოებით 280.000 სომეხი ეროვნებისაა.

ახალქალაქი (2009 წ. მონაცემები)    WIKI     სომხები  94.2%   ქართველები 5.5%     რუსები 0.2%     ბეძნები  0.1%

ნინოწმინდა (2009 წ. მონაცემები)    WIKI     სომხები  95.5%    ქართველები 1.4%    რუსები 3%

ახალციხე      (2009 წ. მონაცემები)    WIKI     ქართველები 56.3%    სომხები  43%     რუსები 0.4%     ბერძნები  0.1%
გვისმინეთ 24 საათის განმავლობაში
ასევე გვისმინეთ ინტერნეტით.